Friday, June 19, 2015

ბაბუაწვერას ღვინო - რეი ბრედბერი

მოვიდა ზაფხული , მოვიდა კი არა უკვე თითქმის ერთი თვეა რაც  შეუმჩნევლად შემოიპარა და უცდის როდის გაგვახსენდება ... აი ჩამთავდა ეს დაწყევლილი გამოცდებიც და მეც გავაკარი საწოლის თავზე ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია , წასაკითხი კი იმდენი რამეა რომ როგორ ვაპირებ 2 თვეში ყველაფრის მოსწრებას ღმერთმა უწყის .
  ამ სიის პირველ ადგილს იკავებდა რეი ბრედბერის წიგნი ბაბუაწვერას ღვინო პირველს იმიტომ რომ სიაში არსებული წიგნებიდან ყველაზე მეტად ეს უხდებოდა ზაფხულს .
 წიგნში 1928 წლის ზაფხულია აღწერილი თავისი უამრავი თავგადასავლით , მოქმედება ორი ძმის  დაგლას და ტომ სპოლდინგების ირგვლივ ვითარდება , წიგნზე დიდ იმედებს ვამყარებდი .
იმდენად დიდს რომ საკუთარ თავსაც არ გამოვუტყდი იმაში რომ წიგნი არც ისე დამაინტრიგებლად დაიწყო ... როცა უკვე გადაწყვეტილი მქონდა მომეფრიალებინა მერვე სართულიდან ეს ჩვენი რეი ბრედბერი რომ  სწორედ  მაშინ გამოჩნდა ახალ-ახალი პერსონაჟები თავიანთი  ისტორიებით და კითხვა უფრო საინტერესო გახდა , ჩემი განზრახვა იმწუთშივე ვუგულვებელყვე და კითხვა მშვიდად განვაგრძე .

წიგნში როგორც ავღნიშნე ბევრი პერსონაჟია , განსაკუთრებით ცხარე ცრემლით დავიტირე პოკლოვნიკი ფრილაი , მისმა ტრაგიკუმა და დასამახსოვრებელმა სიკვდილმა ბოლო მომიღო ... დაგს და ტომს რაც შეეხება ეს ორი თავგადასავლების მოყვარული ჭკვიანი ძმები ყოველ დღეს ინიშნავენ თავიანთ "ბლოკნოტში" და ყოველ დღე ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, ასევე საინტერესოა მარტოხელა მკვლელის ისტორია , კიდევ ორი შინაბერა დისა და მათი მწვანე მანქანის , ბებოს- დაკარგული ალღოთი და მუდამ მოხუცი მისის ბენტლის კიდევ ბაბუაწვერას ღვინოს სარდაფის და ა. შ...
არ ვფიქრობ რომ დრო ამ წიგნისთვის ტყუილად დავკარგე ,  არა იყო რაღაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი მომენტები თუმცა მწერალი ჩემს ათეულში ვერ შევიდა მაგრამ მომავალში ალბათ მაინც გადავავლებ მის სხვა ნაწარმოებებს თვალს ))

                       " -რამდენი წლის ხართ მისის ბენტლი ?
                        -სამოცდათორმეტის
                        -ორმოცდაათი წლის წინ რამდენის იყავით ?
                        -სამოცდათორმეტის 
                        -ხომ არასოდეს ყოფილხართ პატარა,                                          არასოდეს გიტარებიათ ბაფთები , და   აი                                ასეთი კაბები ?
                        -არა
                        -სახელი გაქვთ ?
                        -არა მისის ბენტლი მქვია 
                        -და სულ მუდამ ამ სახლში ცხოვრობთ ?
                        -სულ მუდამ ,,,
                        -და ლამაზიც არასოდეს ყოფილხართ ?
                        -არასოდეს . "

                   

Thursday, June 18, 2015

"როგორ გადაუფრინა მაკმერფიმ გუგულის ბუდეს "

კენ კიზის "გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა " - ეს იყო წიგნი რომელიც ოცნებად მქონდა ქცეული , ღამე მესიზმრებოდა დღე კიდევ მელანდებოდა , ბიბლიოთეკარებს ხომ შევუწუხე გული ყოველ კვირას იქ ვიყავი და ერთი და იგივეს ვეკითხებოდი 
-მოიტანეს თუ არა გუგულის ბუდე ?! 
და ისინიც ერთიდაიგივეს მპასუხობდნენ:
-ველოდებით ...
 მოკლეთ უკვე გადაწყვეტილი მქონდა ყიდვა და ფულს ვაგროვებდი რომ ერთ მშვენიერ დღეს მომდის ბიბლიოთეკარის მესიჯი : "წიგნი მოიტანეს "
მივედი , მივედი კი არა მივფრინდი და სულ ახალთახალი წიგნი სახლში უკანმოუხედავად წამოვარბენინე .

      ჩემი სიმპათიები ამ წიგნისადმი მაშინ დაიწყო როცა მილოშ ფორმანის უკვდავი ფილმი ვნახე დიდი ჯეკის მონაწილეობით ამიტომ კითხვის დაწყებამდე ვიცოდი რა როგორ იყო (თუმცა წიგნი სულ სხვაა) და პერსონაჟებიც ზუსტად ფილმის მიხედვით მყავდა წარმოდგენილი მოკლედ რომ ვთქვათ წიგნის კითხვის დროს ფილმს ვუყურებდი .

  წიგნში ვითარება საკმაოდ სხვანაირია აქ მთავარი პერსონაჟი და მთხრობელი ბელადია , მისი თვალით დანახულ საგიჟეთს და ამ დიდი დაწესებულების პაციენტებს ვეცნობით . ყველაფერი თავის მდორე კალაპოტშია ყველა დღე ერთმანეთს გავს ... ეს ყველაფერი მანამ სანამ რენდლი პატრიკ მაკმერფად წოდებული ერთი წითური ბიჭი  ფსიქიატრიულის თეთრ კარებს არ შემოაღებს და არ შემოიტანს დისონანს მთელს კლინიკაში.
 ეს ხდება იმ ექთნის განყოფილებაში რომელსაც ცინიკური ღიმილი , არაბუნებრივად დიდი მკერდი და გაქვავებული სახე ამშვენებს ამას დამატებული ათასჯერ გაწერილი დღის განრიგი და გადაჭარბებული პედანტიზმი ... რა უნდა ინატრო კაცმა მეტი ?! 
  წიგნი პიარადად ჩემთვის ერთი დიდი ტრაგი-კომედია იყო , თავისი საინტერესო პერსონაჟებით "აღგზნებული წესრიგით, ყოველდღიური ერთფეროვნებით დაჰიპნოზებული სახეებით." ,ვითომ ყრუ-მუნჯი ბელადით,  სულით მეამბოხე მაკით , სასტიკი მედდა რედჩეტით , განათლებული ჰარდინგით , ვაჟიშვილი ბილი ბიბიტით , ჩარლი ჩეზვიკით რომელიც მოითხოვს თავისი კუთვნილი სიგარეტების დაბუნებას   , სულ მუდამ დაღლილი ბანჩინით , სკანლონით , მისტერ რაკლით , მარტინით ....

 " კაცი მართლა მაგარი ვერასოდეს გახდები ნებისმიერი მოვლენის ან საგნის სასაცილო მხარის დანახვაც თუ არ შეგიძლია." 


   წიგნისადმი ჩემი ინტერესის კიდევ ერთი მიზეზი იყო გამეცა პასუხი ამ კითხვისთვის რომელიც "მტანჯავდა"



ფილმი თუ წიგნი ? ამ შემთხვევაში კითხვა პასუხ გაუცემელი დარჩა ... მართალია ხშირად წიგნი ბევრად ჯობია ფილმს სულ სხვაა როცა კითხულობ და შენ ფანტაზიას უკიდეგანო გასაქანს აძლევ  მაგრამ ამ შემთხვევაში როცა წიგნის მიხედვით საუკუნის ფილმს იღებენ და მთავარ როლში ნიკოლსონს სვამენ აქ ყველანაირი კანონი უგულვებელყოფილია ... ორივე სასწაულად მაგარია ! 


  

                                                                                    სალო ცერცვაძე
                                                 



Wednesday, June 17, 2015

"მარტოობის 100 წელი" ანუ მარკესისეული მაკონდო და ბუენდიების ოჯახი...


წიგნს ზუსტად 1 თვე ველოდი ... და აი როგორც იქნა კარი გაიღო და დედამ დიდის ამბით შემოიტანა ჩემს ოთახში მარტოობა . გახარებულმა იმ საღამოსვე დავიწყე კითხვა  . წიგნი  რომ გადავშალე და ვნახე რომ დიალოგის ნატამალიც არ იყო კი შევშინდი ცოტა , მოგეხსენებათ რა საშინელებაა დიდი უდიალოგო წიგნის კითვა მაშინ როცა არც ისე ამართლებს შენს იმედებს . მაგრამ მაინც უშიშრად დავიწყე  ...



სწორედ ამ დღიდან შევაბიჯე მაკონდოს ლაბირინთში და დავიწყე ბორიალი ბუენდიების უზარმაზარ სახლში .
 თავიდანვე თვალში მომხვდა პერსონაჟების სიუხვე , მაგრამ ეგ კიდევ არაფერი ნამდვილი პრობლემები მაშინ დაიწყო როცა მივხვდი რომ ამდენ პერსონაჟს ერთნაირი სახელები ერქვათ , ერთი ფიქრი ვიფიქრე ჩავიწერ სადმე და ასე ცალ ხელში სიით და მეორეში წიგნით გავაგრძელებ კითხვას თქო მაგრამ საკუთარი თავის მომერიდა და ასე წვალებ-წვალებით კი დავიმახსოვრე პერსონაჟებიც.
 წიგნის მთელი სიუჟეტი ვითარდება სოფელ მაკონდოში კერძოთ კი ბუენდიების ოჯახში .
ეს არის ერთი დიდი ოჯახის 100 წელიწადი.
 ოოო აქ ისეთი ინტრიგები ტრიალებდა ეგრევე მივხვდი წიგნი მოლოდინს გადააჭარბებდა ,
 კითხვის აზარტშიც შევედი..
მეც მეტი რა მინდოდა ვკითხულობდი და ვკითხულობდი. ისე შევეჩვიე ყველა პერსონაჟს ისე ნათლად წარმოვიდგინე მათი გარეგნობა რომ წიგნის ნახევარს რომ გადავცდი და შევატყვე პერსონაჟებმა ნელ ნელა დაიწყეს "კვდომა"ძაძებ ჩაცმული ვგლოვობდი ყოველ დღე თითოეულ მათგანს გამოვძვრებოდი ოთახიდან ...
 -დედა ხოსე არკადიო (რომელიღაცამდენე) გარდაიცვალა ...
- აუუ დე აურელიანოც მოკვდა !!
-დეედააა ურსულაა და ამარანტა აღარ გვყავს !!! '
და ასე დაუსრულებლად ...


  მარკესმა შექმნა საოცარი სამყარო რომელშიც მაშინვე გადაეშვები თავით როგორც კი წიგნს გადაშლი , სრულიად წყდები რეალობას და კითულობ ახალ-ახალ საინტერესო ისტორიებს
 და  ხვდები  პერსონაჟებს რომლებსაც ყველას ერთად დიდი სულიერი მარტოობა აერთიანებთ .
თანაც ეს იდუმალი ფრაზა რომელიც არაერთხელ გხვდება ნაწარმოებში
 "გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს , მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად "


წიგნის დასასრული ...  როგორ კარგად მახსოვს ბოლო ფრაზა წავიკითხე თუ არა დაახლოებით 5 წუთი ვიჯექი და ვფიქრობდი...
 დედა რა იყო ეს აა  ?!

ეს ის წიგნია რომელის აუცილებლად უნდა წაიკითხო ამიტომაცაა ჩემს სიაში პირველი !