Thursday, June 18, 2015

"როგორ გადაუფრინა მაკმერფიმ გუგულის ბუდეს "

კენ კიზის "გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა " - ეს იყო წიგნი რომელიც ოცნებად მქონდა ქცეული , ღამე მესიზმრებოდა დღე კიდევ მელანდებოდა , ბიბლიოთეკარებს ხომ შევუწუხე გული ყოველ კვირას იქ ვიყავი და ერთი და იგივეს ვეკითხებოდი 
-მოიტანეს თუ არა გუგულის ბუდე ?! 
და ისინიც ერთიდაიგივეს მპასუხობდნენ:
-ველოდებით ...
 მოკლეთ უკვე გადაწყვეტილი მქონდა ყიდვა და ფულს ვაგროვებდი რომ ერთ მშვენიერ დღეს მომდის ბიბლიოთეკარის მესიჯი : "წიგნი მოიტანეს "
მივედი , მივედი კი არა მივფრინდი და სულ ახალთახალი წიგნი სახლში უკანმოუხედავად წამოვარბენინე .

      ჩემი სიმპათიები ამ წიგნისადმი მაშინ დაიწყო როცა მილოშ ფორმანის უკვდავი ფილმი ვნახე დიდი ჯეკის მონაწილეობით ამიტომ კითხვის დაწყებამდე ვიცოდი რა როგორ იყო (თუმცა წიგნი სულ სხვაა) და პერსონაჟებიც ზუსტად ფილმის მიხედვით მყავდა წარმოდგენილი მოკლედ რომ ვთქვათ წიგნის კითხვის დროს ფილმს ვუყურებდი .

  წიგნში ვითარება საკმაოდ სხვანაირია აქ მთავარი პერსონაჟი და მთხრობელი ბელადია , მისი თვალით დანახულ საგიჟეთს და ამ დიდი დაწესებულების პაციენტებს ვეცნობით . ყველაფერი თავის მდორე კალაპოტშია ყველა დღე ერთმანეთს გავს ... ეს ყველაფერი მანამ სანამ რენდლი პატრიკ მაკმერფად წოდებული ერთი წითური ბიჭი  ფსიქიატრიულის თეთრ კარებს არ შემოაღებს და არ შემოიტანს დისონანს მთელს კლინიკაში.
 ეს ხდება იმ ექთნის განყოფილებაში რომელსაც ცინიკური ღიმილი , არაბუნებრივად დიდი მკერდი და გაქვავებული სახე ამშვენებს ამას დამატებული ათასჯერ გაწერილი დღის განრიგი და გადაჭარბებული პედანტიზმი ... რა უნდა ინატრო კაცმა მეტი ?! 
  წიგნი პიარადად ჩემთვის ერთი დიდი ტრაგი-კომედია იყო , თავისი საინტერესო პერსონაჟებით "აღგზნებული წესრიგით, ყოველდღიური ერთფეროვნებით დაჰიპნოზებული სახეებით." ,ვითომ ყრუ-მუნჯი ბელადით,  სულით მეამბოხე მაკით , სასტიკი მედდა რედჩეტით , განათლებული ჰარდინგით , ვაჟიშვილი ბილი ბიბიტით , ჩარლი ჩეზვიკით რომელიც მოითხოვს თავისი კუთვნილი სიგარეტების დაბუნებას   , სულ მუდამ დაღლილი ბანჩინით , სკანლონით , მისტერ რაკლით , მარტინით ....

 " კაცი მართლა მაგარი ვერასოდეს გახდები ნებისმიერი მოვლენის ან საგნის სასაცილო მხარის დანახვაც თუ არ შეგიძლია." 


   წიგნისადმი ჩემი ინტერესის კიდევ ერთი მიზეზი იყო გამეცა პასუხი ამ კითხვისთვის რომელიც "მტანჯავდა"



ფილმი თუ წიგნი ? ამ შემთხვევაში კითხვა პასუხ გაუცემელი დარჩა ... მართალია ხშირად წიგნი ბევრად ჯობია ფილმს სულ სხვაა როცა კითხულობ და შენ ფანტაზიას უკიდეგანო გასაქანს აძლევ  მაგრამ ამ შემთხვევაში როცა წიგნის მიხედვით საუკუნის ფილმს იღებენ და მთავარ როლში ნიკოლსონს სვამენ აქ ყველანაირი კანონი უგულვებელყოფილია ... ორივე სასწაულად მაგარია ! 


  

                                                                                    სალო ცერცვაძე
                                                 



No comments:

Post a Comment