Friday, June 19, 2015

ბაბუაწვერას ღვინო - რეი ბრედბერი

მოვიდა ზაფხული , მოვიდა კი არა უკვე თითქმის ერთი თვეა რაც  შეუმჩნევლად შემოიპარა და უცდის როდის გაგვახსენდება ... აი ჩამთავდა ეს დაწყევლილი გამოცდებიც და მეც გავაკარი საწოლის თავზე ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია , წასაკითხი კი იმდენი რამეა რომ როგორ ვაპირებ 2 თვეში ყველაფრის მოსწრებას ღმერთმა უწყის .
  ამ სიის პირველ ადგილს იკავებდა რეი ბრედბერის წიგნი ბაბუაწვერას ღვინო პირველს იმიტომ რომ სიაში არსებული წიგნებიდან ყველაზე მეტად ეს უხდებოდა ზაფხულს .
 წიგნში 1928 წლის ზაფხულია აღწერილი თავისი უამრავი თავგადასავლით , მოქმედება ორი ძმის  დაგლას და ტომ სპოლდინგების ირგვლივ ვითარდება , წიგნზე დიდ იმედებს ვამყარებდი .
იმდენად დიდს რომ საკუთარ თავსაც არ გამოვუტყდი იმაში რომ წიგნი არც ისე დამაინტრიგებლად დაიწყო ... როცა უკვე გადაწყვეტილი მქონდა მომეფრიალებინა მერვე სართულიდან ეს ჩვენი რეი ბრედბერი რომ  სწორედ  მაშინ გამოჩნდა ახალ-ახალი პერსონაჟები თავიანთი  ისტორიებით და კითხვა უფრო საინტერესო გახდა , ჩემი განზრახვა იმწუთშივე ვუგულვებელყვე და კითხვა მშვიდად განვაგრძე .

წიგნში როგორც ავღნიშნე ბევრი პერსონაჟია , განსაკუთრებით ცხარე ცრემლით დავიტირე პოკლოვნიკი ფრილაი , მისმა ტრაგიკუმა და დასამახსოვრებელმა სიკვდილმა ბოლო მომიღო ... დაგს და ტომს რაც შეეხება ეს ორი თავგადასავლების მოყვარული ჭკვიანი ძმები ყოველ დღეს ინიშნავენ თავიანთ "ბლოკნოტში" და ყოველ დღე ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, ასევე საინტერესოა მარტოხელა მკვლელის ისტორია , კიდევ ორი შინაბერა დისა და მათი მწვანე მანქანის , ბებოს- დაკარგული ალღოთი და მუდამ მოხუცი მისის ბენტლის კიდევ ბაბუაწვერას ღვინოს სარდაფის და ა. შ...
არ ვფიქრობ რომ დრო ამ წიგნისთვის ტყუილად დავკარგე ,  არა იყო რაღაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი მომენტები თუმცა მწერალი ჩემს ათეულში ვერ შევიდა მაგრამ მომავალში ალბათ მაინც გადავავლებ მის სხვა ნაწარმოებებს თვალს ))

                       " -რამდენი წლის ხართ მისის ბენტლი ?
                        -სამოცდათორმეტის
                        -ორმოცდაათი წლის წინ რამდენის იყავით ?
                        -სამოცდათორმეტის 
                        -ხომ არასოდეს ყოფილხართ პატარა,                                          არასოდეს გიტარებიათ ბაფთები , და   აი                                ასეთი კაბები ?
                        -არა
                        -სახელი გაქვთ ?
                        -არა მისის ბენტლი მქვია 
                        -და სულ მუდამ ამ სახლში ცხოვრობთ ?
                        -სულ მუდამ ,,,
                        -და ლამაზიც არასოდეს ყოფილხართ ?
                        -არასოდეს . "

                   

No comments:

Post a Comment