წიგნს ზუსტად 1 თვე ველოდი ... და აი როგორც იქნა კარი გაიღო და დედამ დიდის ამბით შემოიტანა ჩემს ოთახში მარტოობა . გახარებულმა იმ საღამოსვე დავიწყე კითხვა . წიგნი რომ გადავშალე და ვნახე რომ დიალოგის ნატამალიც არ იყო კი შევშინდი ცოტა , მოგეხსენებათ რა საშინელებაა დიდი უდიალოგო წიგნის კითვა მაშინ როცა არც ისე ამართლებს შენს იმედებს . მაგრამ მაინც უშიშრად დავიწყე ...
სწორედ ამ დღიდან შევაბიჯე მაკონდოს ლაბირინთში და დავიწყე ბორიალი ბუენდიების უზარმაზარ სახლში .
თავიდანვე თვალში მომხვდა პერსონაჟების სიუხვე , მაგრამ ეგ კიდევ არაფერი ნამდვილი პრობლემები მაშინ დაიწყო როცა მივხვდი რომ ამდენ პერსონაჟს ერთნაირი სახელები ერქვათ , ერთი ფიქრი ვიფიქრე ჩავიწერ სადმე და ასე ცალ ხელში სიით და მეორეში წიგნით გავაგრძელებ კითხვას თქო მაგრამ საკუთარი თავის მომერიდა და ასე წვალებ-წვალებით კი დავიმახსოვრე პერსონაჟებიც.
წიგნის მთელი სიუჟეტი ვითარდება სოფელ მაკონდოში კერძოთ კი ბუენდიების ოჯახში .
ეს არის ერთი დიდი ოჯახის 100 წელიწადი.
ოოო აქ ისეთი ინტრიგები ტრიალებდა ეგრევე მივხვდი წიგნი მოლოდინს გადააჭარბებდა ,
კითხვის აზარტშიც შევედი..

-დედა ხოსე არკადიო (რომელიღაცამდენე) გარდაიცვალა ...
- აუუ დე აურელიანოც მოკვდა !!
-დეედააა ურსულაა და ამარანტა აღარ გვყავს !!! '
და ასე დაუსრულებლად ...
მარკესმა შექმნა საოცარი სამყარო რომელშიც მაშინვე გადაეშვები თავით როგორც კი წიგნს გადაშლი , სრულიად წყდები რეალობას და კითულობ ახალ-ახალ საინტერესო ისტორიებს
და ხვდები პერსონაჟებს რომლებსაც ყველას ერთად დიდი სულიერი მარტოობა აერთიანებთ .
თანაც ეს იდუმალი ფრაზა რომელიც არაერთხელ გხვდება ნაწარმოებში
"გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს , მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად "
წიგნის დასასრული ... როგორ კარგად მახსოვს ბოლო ფრაზა წავიკითხე თუ არა დაახლოებით 5 წუთი ვიჯექი და ვფიქრობდი...
დედა რა იყო ეს აა ?!
ეს ის წიგნია რომელის აუცილებლად უნდა წაიკითხო ამიტომაცაა ჩემს სიაში პირველი !
ეს ჩემი პირველი სიახლეა , თუ მოგეწონებათ დააკომენტარეთ თუ არ მოგეწონებათ მაინც <3 დიდი სტიმული იქნება
ReplyDelete